LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის განცხადება არაადეკვატურია – გია ვოლსკი

37

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ლევან ყიფიანთან დაკავშირებით პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს.

„არაადეკვატური განცხადებაა. რას ნიშნავს ზურგი შეაქცია, რომ არ გადავეფარეთ, თუკი მას რაიმე მართლაც ჩადენილი აქვს? ამ ვითარებაში „ქართულ ოცნებას” არავითარი სურვილი არ აქვს ნებისმიერ ადამიანს გადაეფაროს. უზნეო კამპანია რომ მიმდინარეობს, ეს არის შემაძრწუნებული. ერთმა უღირსმა ადამიანმა ეს კამპანია დაიწყო და აიტაცა ყველამ. გაურკვეველი პიროვნებები გამოდიან და ამ თემაზე ლაპარაკობენ. ამ მხრივ ყიფიანს თანადგომასაც ვუცხადებთ, მაგრამ გამოძიებას უნდა მისცეს ჩვენებები და გამოძიებამ ზუსტად უნდა დაადგინოს მისი ბრალეულობის ხარისხი”,- განაცხადა ვოლსკიმ.

პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ ლევან ყიფიანს ზურგი შეაქციეს. მისი თქმით, თანამებრძოლის გაწირვა არ შეიძლება და ეს ცუდად დაუბრუნდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები