LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა

33

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესი რომ საზოგადოების გამთლიანების წინაპირობა გახდეს, ყველა უნდა მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ცნობილია, რომ პარლამენტმა ინიცირება გააკეთა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის ფუნდამენტური გადასინჯვის.

” როგორ უნდა გახდეს საკონსტიტუციო პროცესი ჩვენი გაძლიერების მიზეზი და მიზანი? ალბათ არა ისე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ალბათ ისე არა, როდესაც დახურულ კაბინეტებში იწერებოდა დოკუმენტი. იმისთვის, რომ კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესი გახდეს ჩვენი საზოგადოების გამთლიანების წინაპირობა, ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამ პროცესში.
კონსტიტუცია გვაერთიანებს ყველას. კონსტიტუციის ტექსტი იწყება ამაღელვებელი სიტყვებით – ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, ეს დოკუმენტი რეალურ დოკუმენტად რომ იქცეს, მას ხელს ქართველი ხალხი უნდა აწერდეს”, -განაცხადა მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები