LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ყველაფერი უკიდურესად სანერვიულოა და ვფიქრობ, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა სწორად უნდა შეაფასონ ის, რაც აქ ხდება” – პრეზიდენტი

172
untitled-design-43

მიაჩნია თუ არა რომ არსებობს შესაძლო კომპრომისის შესაძლებლობა, რომელიც დააკმაყოფილებდა დემონსტრანტებს, ისევე როგორც მმართველ პარტიას – ამ კითხვით დოიჩე ველემ საქ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ის ასეთ შესაძლებლობას ვერ ხედავს.

“არა მგონია, რომ ის არსებობს, ვინაიდან კომპრომისი კანონის გაწვევა იყო. ეს ერთხელ მოხდა და მათ კვლავ წარადგინეს ის, და ამავდროულად სხვა რამდენიმე კანონი მიიღეს, მათ შორის ისეთი, რომელიც საქართველოს ოფშორად ხდის რუსი ოლიგარქებისთვის, რომლებიც დასანქცირებულები არიან.

ასე რომ, ეს ყველაფერი უკიდურესად სანერვიულოა და ვფიქრობ, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა სწორად უნდა შეაფასონ ის, რაც აქ ხდება, და დაინახონ, რომ დღეიდან არჩევნებამდე ძალიან სახიფათო გზაა, ძალიან სენსიტიური გზაა არჩევნებამდე, სადაც ქართველ ხალხს შეეძლება თქვას ის, რისი თქმაც სურს. ყურადღება გვჭირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები