LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ უფრო ნათელი ხდება, რომ პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა“ – სალომე ზურაბიშვილი

164
2024-05-02_22-13-07_007490-1024x576

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა.

„ახლა ძალიან ნათელია, რომ ეს კანონი შინაარსით რუსული კანონია, ვინაიდან ამ გზით რუსეთმა შეძლო რეალურად ჩაეხშო სამოქალაქო საზოგადოება, რასაც აქ მთავრობა ცდილობს. ცდილობს, რომ საქართველოს პარტნიორები როგორ რევოლუციის პარტნიორები წარმოსახოს, როგორც ისინი, ვინც მთავრობის დამხობას ცდილობს, და ძალიან ჩუმად არიან რუსეთთან დაკავშირებით, თითქოს ის დღეს ჩვენი მეგობარია.

ასე რომ, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ პრობლემა რუსული მთავრობაა, რომელიც მიდრეკილია რუსეთისადმი დათმობები გააკეთოს და ამ ქვეყნის ორიენტაცია რუსეთისკენ შეატრიალოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

magti 5g