LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტის სასახლე უნდა შეესაბამებოდეს მის როლსა და ფუნქციას” – ირაკლი კობახიძე

103

პრეზიდენტის სასახლე უნდა შეესაბამებოდეს მის როლსა და ფუნქციას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, გამარჯვების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა შევიდეს თუ არა ავლაბრის სასახლეში.

კობახიძის თქმით, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს საერთო კონსულტაციების საფუძველზე.

ამ კონსულტაციებში უნდა იყოს ჩართული მომავალი პრეზიდენტიც. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ უნდა იქნას ზოგადი პრინციპების საფუძველზე, განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს, ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ კონსულტაციები დაწყებულია.

„ეს მნიშვნელოვანი არჩევნებია, თუმცა ჩემთვის უცნობია, ამ კონსულტაციების დეტალები. მე ვფიქრობ, რომ პარტიის ყრილობაზე ბევრად მეტი ინფორმაცია გაჟღერდება. ჩემი ღრმა რწმენა არის, რომ საქართველოში მაქსიმალურად მოკრძალებულად უნდა გვქონდეს, როგორც პრეზიდენტის რეზიდენცია, ასევე მისი სხვა დანარჩენი პრივილეგია,“ – განაცხადა სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები