LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის შვილის მეგობარი, თორნიკე კაჭარავა, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

95

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული, პრეზიდენტის შვილის მეგობარი, თორნიკე კაჭარავა, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

მან  დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა კაჭარავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 15 000-ლარიანი გირაოთი შეცვლის თაობაზე.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შვილის, ანა მარგველაშვილის, მეგობარი, თორნიკე კაჭარავა, პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. თორნიკე კაჭარავა დანაშაულს არ აღიარებს. მისი მტკიცებით, ნარკოტიკი მას პოლიციამ ჩაუდო და დაკავებისას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები