LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ ადამიანს ედავება, რომ სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, ევროკავშირმა კი ფული გადაიხადა, რომ გამოვიდეს გარეთ: კახა ოქრიაშვილი

115
კახა ოქრიაშვილი

პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას ეხმიანება. მისი განცხადებით „ქართული ოცნება“ ნიკა მელიას სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ედავება, ევროკავშირმა კი ნიკა მელიას ციხიდან გამოსასვლელად გირაო გადაიხადა, რაც ჩვენი მართლმსაჯულების დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა. მისი განცხადებით, საქართველოში არსებული მართლმსაჯულების სისტემა ადამიანებს ანადგურებს, და ციხეში სვამს.

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა

„ნიკა მელიამ ამასთან დაკავშირებით არაფერი იცოდა. მისი თანხმობა არ იყო საჭირო და არ მიუცია ამ ჩარიცხვაზე. მაგრამ აქ არის მთავარი ის, რა მოხდა ამ თანხის ჩარიცხვით – „ქართული ოცნება“ ადამიანს ედავება, რომ ის სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, ევროკავშირმა კი ფული გადაიხადა, რომ გამოვიდეს გარეთ. ეს არის დიაგნოსტირება ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის. ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა უბრალოდ, მართალ ადამიანებს ანადგურებს და ციხეში სვამს.

მელიასთვის EU-ს მიერ გირაოს გადახდით ოფიციალურად გაფორმდა, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს: ხატია დეკანოიძე

ნიკა მელია არის კარგ ფიზიკურ ფორმაში, რომ გამოვა დღეს ან ხვალ თქვენ თვითონ ნახავთ. ვისაუბრეთ აბსოლუტურად ყველაფერზე – პოლიტიკაზე, რეიტინგებზე, ის წუხს, რომ მრავალმა პოლიტიკურმა პარტიამ წინსწრებით მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას. სურს, რომ იყოს ოპოზიციური ერთობა. ჩვენც დავეთანხმეთ, რომ მთავარი ოპოზიციური ერთობაა, მაგრამ ვინ არიან ეს ოპოზიციონერები? არიან „მოქალაქეები“ – არ არიან, არის „სტრატეგია აღმაშენებელი“ ოპოზიციური პარტია? აქ დიდი კითხვის ნიშანია დასმული მისი ლიდერის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე. ნამდვილი, რეალური ოპოზიცია მოვიშორებთ ყველანაირ რბილ ნაწილებს და ერთიანად შევუდგებით მზადებას შემოდგომის პლებისციტისთვის და ადგილობრივი არჩევნებისთვის“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

შემდეგი ნაბიჯი ნიკა მელიას მიერ ციხის დატოვება იქნება: ვიოლა ფონ ფრამონი

პოპულალურები