LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა ე.წ ფარული მოსმენების კანონზე პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო

47

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ ფარული მოსმენების კანონთა პაკეტთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციები დაიწყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრეზიდენტთან კონსულტაციებზე ყველა საპარლამენტო ფრაქცია მიიწვია, თუმცა პრეზიდენტის შეთავაზებას ამ ეტაპამდე მმართველი პარტია არ გამოხმაურებია.

დღეს გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციაში ხელმოსაწერად შესულ კანონთა პაკეტთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს შეხვდა, ფარული მოსმენების კანონზე ფრაქციის წევრების მოსაზრებები მოისმინა და საკუთარი ხედვა გააცნო.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შეხვდება, ხვალ კი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები