LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“შეტანილ ცვლილებებს ხელი მოაწერა

86

პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია სკოლების რეფორმის სულისკვეთებას და აუცილებლობას იზიარებს.

„ეს სულისკვეთება არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეები და ბავშვები კანონის წინაშე თანასწორი არიან და ხარისხიანი განათლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. განათლების პოლიტიკის წახნაგები როგორ ჩამოყალიბდება, ეს განათლების სამინისტროს და პარლამენტის პრეროგატივაა. ჩვენ ამ პროცესთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ განათლების პოლიტიკა ექვემდებარება კონსიტუტიცურ ფასეულობებს – ეს არის თანასწორობა. ყველა ბავშვს, იმის მიუხედავად, თუ სად ცხოვრობს ის, ხარისხიან განათლებაზე უნდა მიუწვდებოდეს ხელი”, – აღნიშნა დოლიძემ.