LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტს მივეცით საშუალება, გამოესწორებინა მთელი ამ ხნის განმავლობაში დაშვებული ხარვეზები – მამუკა მდინარაძე

30

„პრეზიდენტს მივეცით საშუალება, გამოესწორებინა მთელი ამ ხნის განმავლობაში დაშვებული ხარვეზები და მონაწილეობა მიეღო ჩვენთან ერთად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებაში,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ პრეზიდენტთან შეხვედრაზე კვლავ მოლოდინის რეჟიმშია და შეხვედრის კონკრეტული დროსა და ადგილის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.

ველოდებით და ჩვენ გვაქვს მობილიზება, რომ თუ მას სურვილი აქვს, შეხვედრას დავესწროთ აუცილებლად, ოღონდ ეს შეხვედრა უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული, საქმიანი და არა მხოლოდ პიარკამპანიაზე გათვლილი. პრეზიდენტს მივეცით საშუალება, გამოესწორებინა მთელი ამ ხნის განმავლობაში დაშვებული ხარვეზები და მონაწილეობა მიეღო ჩვენთან ერთად იმ რეკომენდაციების შესრულებაში, რაც ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია. თუმცა, მან ეს გამოიყენა კიდევ ერთი პიარკამპანიის დასაწყებად, რომელიც მიმართულია კონსტიტუციის წინააღმდეგ, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება შეთავაზებას, რომელიც ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მისამართით გააჟღერა, მდინარაძე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ სურვილის შემთხვევაში პრეზიდენტს „მისი მიზანშეწონილობა აუხსნან“.