LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ბოტებით წვიმიან ამინდში (ფოტო)

186

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ტურნე დასასრულს მიუახლოვდა. ახალ ზელანდიაში ვიზიტის ბოლო დღე მეუღლეებმა ოკლენდში გაატარეს, სადაც ტყის დაცვის მხარდასაჭერ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ამ დღეს განსაკუთრებულად ცუდი ამინდი იყო, ამიტომ წვიმაში მეგანმა არჩევანი კომფორტულ სტილზე გააკეთა. ის და პრინცი ჰარი ღონისძიებაზე ბოტებით გამოჩნდნენ. მეგანს ჯინსის შარვალი და „კარენ ოულკერის“ პიჯაკი ეცვა, ჰარის კი პალტო. მეუღლეებმა შავი ბოტები MacBoot-ის კოლექციიდან შეარჩიეს.

მას შემდეგ, რაც მეუღლებმა ხეები დარგეს, სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე გუნდებად დაიშალნენ და ბოტების სროლის კონკურსში მიიღეს მინაწილეობა. მოგვიანებით მეუღლებმა საქველმოქმედო ფონდში გადაინაცვლეს, რომელიც იმ ბავშვებს ეხმარება, ვისი მშობლებიც პატიმრები არიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები