LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი წითელ ხალიჩაზე ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ (ფოტო)

70

პრინცი ჰარი საცოლესთან, მეგან მარკლისთან ერთად გოლდსმიტს-ჰოლში დაჯილდოვების ცერემონიას დაესწრო. ესაა პირველი შემთხვევა ნიშნობის შემდეგ, როცა პოპულარული წყვილი დაჯილდოვებაზე ერთად გამოჩნდა. Endeavour Fund-ის ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და ის სამხედრო მოსამსახურეების მიღწევებს აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ პრინცმა ჰარიმ სამხედრო სამსახური 2015 წელს მიატოვა, ის აქტიურად უჭერს მხარს სამხედროებს.

მეგან მარკლი ღონისძიებაზე “ალექსანდრე მაკქუინის” კლასიკურ შავ პიჯაკში ვიხილეთ, რომელიც თეთრ ბლუზონთან და მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. წყვილი წითელ ხალიჩაზე ხელჩაკიდებული გამოჩნდა, მოგვიანებით კი პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ცერემონია მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის ტახტის ერთ-ერთი მემვკიდირის, პრიცნ ჰარისა და ამერიკელი მსახიობის, მეგან მარკლის ქორწილამდე 4 თვეზე ნაკლები რჩება.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები