LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი მეგან მარკლს ხელს აფრიკაში სთხოვს

103

მსახიობი მეგან მარკლი სულ მალე შესაძლოა, ბრიტანეთის პრინცესა გახდეს. 20 მაისს ის და პრინცი ჰარი ქეით მიდლტონის დის, პიპა მიდლტონის ქორწილში ერთად მივლენ. ცნობილია, რომ პრინცი უკვე ემზადება ოჯახის შესაქმნელად და კენსინგტონის სასახლეში მეგანი სერიალის „Suit“ გადაღებების დასრულების შემდეგ გადავა. მეგანმა უკვე შეატყობინა პროდიუსერებს, რომ პროექტს ტოვებს.

გადაღებების დასრულების შემდეგ წყვილი აფრიკაში დასასვენებლად გაემგზავრება. ინსაიდერების თქმით კი, სწორედ იქ სთხოვს ხელს ჰარი საყვარელ ქალს. აფრიკაში პრინცი და მსახიობი ჰარის მიერ დაარსებულ საბავშვო საქველმოქმედო ფონდს ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ სწორედ აფრიკაში სთხოვა ხელი უილიამმა თავის ამჟამინდელ მეუღლეს, ქეით მიდლტონს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები