LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ნიშნობაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

30

მიმდინარე ზაფხულს ერთი წელი გავა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის რომანის დაწყებიდან და როგორც ცნობილი ხდება, სამეფო ოჯახის წარმომადგენელი მზად არის, საყვარელ ქალს ხელი ოფიციალურად სთხოვოს.

ინსაიდერის თქმით, სულ მალე ისინი საქველმოქმედო მისიით სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან, სადაც ერთი წლის წინ ერთმანეთი გაიცნეს. სწორედ იქ გეგმავს ჰარი მეგანს ცოლობა შესთავაზოს.

ცნობილია, რომ ამჟამად უილიამის ძმა აქტიურად არის საცხოვრებელი ადგილის შერჩევით დაკავებული.

„ჰარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ სად გაიზრდებიან მისი შვილები. იგი დარწმუნებულია, რომ მარკლი მისი მეორე ნახევარია და მასთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე ყოფნა სურს“, – აცხადებს წყარო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები