LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა ყველაზე გემოვნებიანი მონარქები არიან

176

წლების მანძილზე, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი ყველა პრესტიჟულ რეიტინგს ლიდერობდა, რომელიც გემოვნებიანად ჩაცმას შეეხებოდა. წელს მას წამყვანი პოზიციების დათმობა საკუთარი შვილების გამო მოუწია. როგორც აღმოჩნდა, ონლაინ-მაღაზია eBay-ზე 4 წლის პრინც ჯორჯისა და 2 წლის პრინცესა შარლოტას სტილზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა.

მაგალითად, გასულ წელს, კანადის ტურნეს ფარგლებში, ჩვეულებრივი ცისფერი ზედაზე მოთხოვნა განსაკუთრებით დიდი იყო. საიტზე მასზე მოთხოვნა 200-ჯერ გაიზარდა.

ყვითელმა ნაქსოვმა ზედამ, რომელშიც პრინცესა შარლოტა საკუთარ დაბადების დღეზე იყო გამოწყობილი, ასევე დაიპყრო დედების გული. შარლოტას კიდევ ერთი რეკორდი მისი Liberty-ის ვარდისფერი კაბა გახდა, რომლის გაყიდვებმაც ჯამში მკვეთრად მოიმატა, ხოლო თავად ჰერცოგინას კაბა ონლაინ-მაღაზიაში სულ 37-ჯერ მოძებნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები