LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჯორჯი, შარლოტა და მეგან მარკლის მეგობრის შვილები – პატარძლის დამხმარეების ვინაობა ცნობილია

211

დღეს ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში მეყვავილეების როლს შეითავსებენ. ისინი მეგან მარკლის პატარა დამხმარეები იქნებიან, რომლებიც პატარძალს კალათებითა და ყვავილებთ წინ წაუძღვებიან. სამეფო ოჯახის პატარა წევრებს მეგან მარკლის უახლოესი მეგობრის, ჯესი მალრუნის შვილებიც შეუერთდებიან. 7 წლის ტყუპები, ბრაიანი და ჯონი, ამ სტატუსით 4 წლის ივი მეგანის დამხმარეთა შორის დასახელდნენ. საპატიო მისიისთვის ჯესიკა მელრუნი უკვე მზადაა. ის ოჯახთან ერთად ლონდონის აეროპორტში გადაიღეს.

ასევე, გამოცემა TMZ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მეგან მარკლის მამა, ტომასი გულის შეტევის გამო ქორწილს შესაძლოა ვერ დაესწროს. მეგანს საქორწილო ცერემონიალზე დედა მიაცილებს, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები