LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროგრამები, რომლებსაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს

195

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს საბაკალავრო, ერთსაფეხურიან, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნას” უნივერსიტეტიდან აცნობეს, აქ ფუნქციონირებს 5 ფაკულტეტი:

• ბიზნესის
• სამართლის
• მედიცინის
• სოციალურ მეცნიერებათა
• მევენახეობა-მეღვინეობის

მათივე ცნობით, უნივერსიტეტის პრიორიტეტებია:
• საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული, კვლევასა და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება;
• პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესორ-მასწავლებელთა
მაღალკვალიფიციური გუნდი;
• კურსდამთავრებულთა დასაქმება კსუ-ში, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში;
• გაცვლითი პროგრამები;
• მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება.

რაც შეეხება სწავლის ღირებულებას, ის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში 2250 ლარიდან- 2500 ლარამდე ღირს; ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები – 2250 ლარი; სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები- 2500 ლარი; რეზიდენტურის საგანმანათლებლო პროგრამა კი 4500 ლარი. რაც შეეხება სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს, 2500-დან 3000 ლარამდე ჯდება.

”ჩვენ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს: მდიდარი ბიბლიოთეკა, ტელე და რადიოსტუდიები, სამონტაჟოები, მულტიმედია ცენტრი, მედიცინის საბაზისო დისციპლინების სასწავლო ლაბორატორიები, თანამედროვე მულაჟებით აღჭურვილი ანატომიის კაბინეტი, ნეირომეცნიერებათა და გამოყენებითი ფიზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, ბიოქიმიური ლაბორატორია, საფანტომო სწავლების კაბინეტები, სარეზიდენტო და საუნივერსიტეტო სწავლების სტომატოლოგიური კლინიკები, იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი, იურიდიული კლინიკა, კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია, კონფლიქტების მოგვარებისა და კარიერის განვითარების ცენტრები, ტურიზმის კაბინეტი, მარანი „კოლხი“, მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, მიკროვინიფიკაციის კვლევითი ლაბორატორია, ენოქიმიის, ამპელოგრაფიისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიები, სადეგუსტაციო ოთახი და სხვა”, – განმარტავენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები