LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსეი ნავალნის დაკრძალვის დღეს აქციაში მონაწილეობისთვის სტუდენტებს გარიცხვით ემუქრებიან

163
ნავალნის მხარდამჭერი აქცია

რუსეთში ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაკრძალვის დღეს აქციებში მონაწილეობის შემთხვევაში, სტუდენტებს გარიცხვით ემუქრებიან.

როგორც ადგილობრივი „ტელეგრამ“ არხებში წერენ, ჩრდილოეთ კავკასიის ინსტიტუტის (RANHIGS) ეკონომიკისა და საჯარო ადმინისტრირების სტუდენტებს მსგავსი შინაარსის შეტყობინებები მიუვიდათ.

შეტყობინებაში სტუდენტებს მოუწოდებენ, 29 თებერვალს და 1 მარტს „ფრთხილად იყვნენ”, მოერიდონ ნებისმიერ აქციასა თუ შეკრებას, განსაკუთრებით, სხვადასხვა მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ვიდეო: „მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს – გაიზიარეთ არა მხოლოდ ტკივილი, გთხოვთ, ჩემთან ერთად გაიზიარეთ ბრაზი მათ მიმართ, ვინც ჩვენი მომავლის მოკვლა გაბედა“ – იულია ნავალნაია

„აქციაში ნებისმიერი მონაწილეობა გამოიწვევს გარიცხვას”. – ნათქვამია შეტყობინებაში.

მოსკოვში ალექსეი ნავალნის ადვოკატი, ვასილ დუბკოვი დააკავეს

ინფორმაციისთვის, ალექსეი ნავალნის ხვალ მოსკოვში დაკრძალავენ – პანაშვიდი პირველ მარტს, 14:00 საათზე გაიმართება, ხოლო დაკრძალვა მოგვიანებით ბორისოვის სასაფლაოზე.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, ციმბირში მდებარე „გამოსასწორებელ“ კოლონიაში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია.

ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას, ლუდმილა ნავალნაიას გადასცეს

„კოლონიაში 12 თებერვალს, პაემანზე ვიყავით.. ის იყო ცოცხალი, ჯანმრთელი, მხიარული – არ მინდა სამძიმრის მოსმენა“ – ალექსეი ნავალნის დედა ლუდმილა ნავალნაია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები