LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოლონიაში 12 თებერვალს, პაემანზე ვიყავით.. ის იყო ცოცხალი, ჯანმრთელი, მხიარული – არ მინდა სამძიმრის მოსმენა“ – ალექსეი ნავალნის დედა ლუდმილა ნავალნაია

265
ნავალდნი და ლუდმილა

კოლონიაში დაღუპული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დედა, ლუდმილა ნავალნაია სამძიმრის მიღებაზე უარს ამბობს.

როგორც რუსული მედია წერს, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ნავალნის დედამ დაწერა, რომ შვილის სიკვდილის არ სჯერა. გამოცემა ასევე მიუთითებს, რომ რუსეთში „ფეისბუქზე“ აქტიურობა აკრძალულია.

„არ მინდა სამძიმრის მოსმენა. ჩვენ ვნახეთ ჩვენი შვილი კოლონიაში 12 თებერვალს, პაემანზე ვიყავით. ის იყო ცოცხალი, ჯანმრთელი, მხიარული”. – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ცნობისთვის, დღეს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნი იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგის კოლონიაში გარდაიცვალა.

სალომე ზურაბიშვილი: „ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველებისთვის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები