LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შოვინისტებს, რომლებიც ქართველებს მღრღნელებს უწოდებდნენ, პატივს არ მივაგებთ“ – ორბანი ნავალნის ხსოვნისადმი პატივსაცემად გამოსულ უნგრელ დეპუტატებს დაუპირისპირდა

200
ორბანი ნავალნიზე

გუშინ, 26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტში შვედეთის NATO-ში მიღების რატიფიცირებასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე ოპოზიციური „მწვანეთა პარტია დიალოგის“ დეპუტატი ინიციატივით გამოვიდა, პატივი მიეგოთ რუსეთის ციხეში მოკლული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ხსოვნისთვის, რასაც უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი და მმართველი პარტიის სხვა წევრები დაუპირისპირდნენ.

„შოვინისტები უნგრეთის პარლამენტში არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ და მათ, ვინც ქართველებს საქართველო-რუსეთის ომის დროს მღრღნელებს უწოდებდა, პატივს არ მივაგებთ… სხვა მხრივ, მშვიდად განისვენოს“. – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ფოტო: ჯო ბაიდენი ალექსეი ნავალნის ცოლს და ქალიშვილს შეხვდა

უნგრეთის პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა „სამთავრობო პარტიულ ჯგუფებს ნავალნის საქმესთან დაკავშირებით სიმშვიდის შენარჩუნებისთვის“.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი კოლონიაში, 16 თებერვალს გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას, ლუდმილა ნავალნაიას გადასცეს

ალექსეი ნავალნის დედა – ჩემი შვილის ცხედარი მანახეს – მუქარები დაიწყეს, საიდუმლოდ, გამომშვიდობების გარეშე დაკრძალვას ითხოვენ

ვიდეო: „მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს – გაიზიარეთ არა მხოლოდ ტკივილი, გთხოვთ, ჩემთან ერთად გაიზიარეთ ბრაზი მათ მიმართ, ვინც ჩვენი მომავლის მოკვლა გაბედა“ – იულია ნავალნაია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები