LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი კოლონიაში გარდაიცვალა

145
ალექსეი ნავალნი

„რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგის კოლონიაში გარდაიცვალა“, – ინფორმაციას ამის შესახებ „მედუზა“ ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ადგილობრივ დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„16.02.2024 წელს N3 გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმარმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, ფაქტობრივად, პირდაპირ გონება”. – აღნიშნულია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებაში.

14 თებერვალს პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ნავალნი პატიმრობის პერიოდში სადამსჯელო საკანში ოცდამეშვიდედ გაგზავნეს.

ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები