LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გადის და დამოუკიდებელი ორგანო ხდება

47

პარლამენტი “პროკურატურის შესახებ“ ახალ კანონპროექტს მიიღებს. პროექტი სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშავდება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ცვლილებები იმ ახალ სტანდარტს ეხება, რომელიც ახალი რედაქციის კონსტიტუციიდან გამომდინარობს და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს.

“პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გადის და დამოუკიდებელი ორგანო ხდება. მას არცერთ აღმსრულებელ შტოსთან ბმა არ ექნება. ერთადერთი, სადაც ბმა უნდა დავინახოთ, ეს არის პარლამენტი. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავარ პროკურორს გენერალური პროკურორი ეწოდება – ის წელიწადში ერთხელ მოვა პარლამენტში. გენერალური პროკურორის ანგარიში არ შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, მაგრამ შეება ტენდენციებს, მიმართულებებს და ანალიზს. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ შალვა თადუმაძეს უსმენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები