LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა პრეზიდენტის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის – ირაკლი შოთაძე

47

„თუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოინდომებს გარკვეული ინფორმაციის მიღებას, პროკურატურა საქმის ინტერესების გათვალისწინებით, მზად არის თანამშრომლობისთვის, ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განუცხადა.

თუმცა, შოთაძის თქმით, პროკურატურა პრეზიდენტის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის.

„თუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოინდომებს გარკვეული ინფორმაციის მიღებას, რა თქმა უნდა, პროკურატურა საქმის ინტერესების გათვალისწინებით, მზად არის თანამშრომლობისთვის ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე. როგორც იცით, პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა და ანგარიშვალდებული პრეზიდენტის წინაშე არ არის,“ – განაცხადა შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამცველი უწყებები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არ თანამშრომლობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები