LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს პრეზიდენტად არჩევა ოფიციალური წერილით მიულოცა

114
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა ოფიციალური წერილით მიულოცა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, წერილი 9 თებერვალს გაიგზავნა.

„საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილს ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცია, რის გამოც პრეზიდენტი სახელისუფლებო პარტიის წევრებმა გააკრიტიკეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები