LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო და მონაწილეობის მიღებას აპირებს

128
Untitled design (2)

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „ფორტუნას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

„პრეზიდნეტმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო და მასში მონაწილეობას აპირებს“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

ცნობისათვის, 2024 წლის მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. კონფერენციის ფარგლებში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევებს განიხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები