LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა პრეზიდენტს მიმართავს, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით მოწოდებებისგან თავი შეიკავოს

18

პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებები აშკარად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ისინი ცდილობენ შეითავსონ ხელისუფლების სხვა შტოების, პროკურატურისა და სასამართლოს ფუნქციები, რაც ცალსახად სცილდება მათი კომპეტენციის ფარგლებს, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს პრეზიდენტს, თავი შეიკავოს მოწოდებებისგან პროკურორების მიმართ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით.

“ნებისმიერი მსგავსი მოწოდება ტოვებს პროკურატურაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შთაბეჭდილებას, რაც რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად პროკურატურის მუშაობის დამოუკიდებლობის პრინციპთან. პროკურატურა მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრული საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და ვერც ერთი პოლიტიკური პირის განცხადება ანდა ქმედება ვერ მოახდენს ზეგავლენას პროკურატურის, თუ ნებისმიერი პროკურორის საქმიანობაზე.”

გუშინ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ როცა პროკურატურა და სასამართლო ვერ არკვევს მიხეილ სააკაშვილის საქმის ძირითად, სამართლებრივ არსს, საქართველოს პრეზიდენტი მათ შეცდომებს შეწყალებით ვერ გამოასწორებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები