LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორმა ალავიძე-ქუმსიშვილის საქმეზე გამოძიების დეტალები განმარტა

35

საქართველოს პროკურატურაში ყოფილი მაღალჩინოსნების, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის საქმიანობაზე გამოძიება მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ უწყებაში კომენტარი გაკეთდა და ითქვა, რომ  გამოძიების ფარგლებში გამოკითხვები გრძელდება.

“კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებას მოვერიდები, თუ რომელი მოწმის დაბარება მოხდება პროკურატურაში გამოკითხვის მიზნით,”- აცხადებენ პროკურატურაში.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გამოიკვეთოს რომელიმე ყოფილი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, პროკურატურაში აცხადებენ, რომ დადგება ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლის ბრალეულობა გამოიკვეთება და არ აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობა ეკავა და რა სტატუსი გააჩნია.

მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.

მთავარ პროკურატურაში ამ საქმეზე გამოძიება რამდენიმე თვის წინ, მარტში დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები