LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთის მოქალაქეები დააკავეს

34

სამართალდამცველებმა თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ჩინური მასაჟის სამი სალონის ადმინისტრატორები, ჩინეთის მოქალაქეები: 1978 წელს დაბადებული ჰონგიან ი, 1979 წელს დაბადებული იანვეი ი. და 1980 წელს დაბადებული ჩუანსია უ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.

სამართალდამცველებმა სალონებში მომუშავე ქალები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები