LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიური თამაშებიდან იაპონელი კალათბურთელები სექსმუშაკების დაქირავების გამო მოხსნეს

94

ინდონეზიაში, “აზიური თამაშები 2018”-დან ოთხი იაპონელი კალათბურთელი იმის გამო მოხსნეს, რომ მათ სექსმუშაკებს თანხა გადაუხადეს და ღამე მათთან ერთად გაატარეს – ამის შესახებ BBC წერს.

ცნობილია, რომ ქუჩაში გასულ სპორტსმენებს იაპონურად მოლაპარაკე ადგილობრივმა მათ მიანიშნა იქვე მდებარე ბარზე, სადაც სექსმუშაკების გაცნობა შეეძლოთ. სპორტსმენებმა ბარში რამდენიმე საათი გაატარეს, საიდანაც ოთხ სექსმუშაკთან ერთად სასტუმროში წავიდნენ და ღამე იქ გაატარეს.

ამის გამო მათ თამაშების დატოვება და იაპონიაში საკუთარი სახსრებით დაბრუნება მოუხდათ.

იაპონიის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს სხვებისთვის მაგალითი უნდა იყოს. ისინი ბოდიშს იხდიან სპორტსმენების საქციელის გამო და ამბობენ, რომ ძალიან რცხვენიათ.

ინდონეზია 18 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე სპორტულ ღონისძიებას, „აზიურ თამაშებს“ (2018 Asian Games) მასპინძლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები