LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PSP ბრიტანული კონცეფციის აფთიაქების გახსნას განაგრძობს

80

დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩა N29-ში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა. აფთიაქი სამი ნაწილისაგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა, ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” PSP-დან აცნობეს, კიდევ 10 ადამიანი, რომელთაც მომსახურების სტანდარტისა და კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები ჩაუტარდათ PSP-ს მრავალრიცხოვან (5000-იან) კოლექტივს შეუერთდა.

„PSP-ში ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებია და გვინდა ჩვენი ეს გზავნილი საქართველოს ყველა კუთხეში გადავცეთ ჩვენს მომხმარებელს. დღეიდან უკვე დედოფლისწყაროშიც, ისევე როგორც საქართველოს ყველა კუთხეში, ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლება ექნება მედიკამენტებზე. დამატებით 6%-იან ფასდაკლებას მიიღებენ PSP-ს ბარათის მფლობელები“ – აცხადებენ PSP-ში.

მათივე ცნობით, ქსელის განვითარება პსპ-ს 2017 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ამ წლიდან პსპ-ს მომსახურებით უკვე სარგებლობს ახალქალაქის, საჩხერის, ბაკურიანის მოსახლეობა. ახალი აფთიაქების გახსნა უახლოეს მომავალშიც იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები