LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები მსოფლიო ეკონომიკას ვნებს

87

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისთვის გამოიყენება და მსოფლიო ეკონომიკას ვნებს. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.

„რიგი შეზღუდვები – ცალმხრივი ფინანსური და ე.წ. სექტორალური სანქციები ენერგეტიკაში – ჩვენი ზოგიერთი პარტნიორების მიერ პირდაპირ გამოიყენება არაკეთილსინდისიერი კონკურენციისთვის“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, სანქციები „საკუთარი ინტერესებისა და ენერგორესურსების გატარებისთვის გამოიყენება, მიუხედავად მათი არაკონკურენტუნარიანობისა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები