LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან მივიდა [ვიდეო]

106

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, კემეროვის ხანძრის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან მივიდა და ყვავილები მიიატანა.

მემორიალისთვის პატივის მიგების შემდეგ, პუტინმა დამწვარი შენობის ფასადი დაათვალიერა და მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია ციმბირის ოლქში მისი რწმუნებულისგან სერგეი მენიაილოსგან მოისმინა.

ხანძარი ქალაქ კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში 25 მარტს გაჩნდა. ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის უმეტესობა ბავშვები და მოზარდები არიან.

რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი გასართობ ზონაში დაიწყო, იქ სადაც კინოთეატრი და სათამაშო მოწყობილობებია განთავსებული.

კემეროვო ინდუსტრიული ქალაქია, რომელიც ციმბირში, მოსკოვიდან 3 600 კილომეტრში, მდებარეობს. ქალაქში ნახევარ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები