LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა ხელი მოაწერა: რუსები უვიზო მიმოსვლას აწესებენ

42

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს რუსეთში უცხოელების უვიზოდ შეშვებაზე. რუსეთში ჩასვლის მსურველები პერსონიფიცირებული ბარათით, გულშემატკივრის პასპორტით (fan-ID) ისარგებლებენ.

კანონი სახელმწიფო დუმამ მოიწონა და ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა.
აღნიშნული ნორმა ამოქმედება მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩამდე ათი დღით ადრე და ძალას დაკარგავს ჩემპიონატის დასრულებიდან ათი დღის შემდეგ.

fan-ID-ის გარდა, საჭირო იქნება პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ასევე მატჩის ბილეთი ან მისი მიღების უფლების დოკუმენტი.

ამავე დროს უვიზო მიმოსვლა იმ უცხოელების შეშვებაში, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ღონისძიებებში, ასევე ფიფას სიაში შეყვანილი სპორტსმენების, იცვლება ვიზის გაფორმებით, ოღონდ გამარტივებული წესით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები