LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „იაპონიის ვიზაზე უარი მივიღე, ძალიან იმედგაცრუებული ვარ“ – მოგზაური სოსო ნებიერიძე

208
Untitled design (1)

მოგზაური და ბლოგერი სოსო ნებიერიძე აცხადებს, რომ იაპონიის ვიზაზე უარი უთხრეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სოსო ნებიერიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და ამბობს, რომ გაოცებულია, რადგან იაპონიაში ნამყოფია და არასდროს არანაირი დარღვევა არ ჰქონია.

„დღეს მივიღე იაპონიის ვიზაზე უარი.

იაპონიაში აქამდე ნამყოფი ვარ და თავის დროზე ვიზაც ძალიან მარტივად ავიღე. აქედან გამომდინარე, საერთოდ არ ვღელავდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ისევ მივიღებდი ვიზას და 1 მაისს გავფრინდებოდი ტოკიოში, უკვე დაგეგმილ ჯგუფურ ტურში.

ჩემდა მოულოდნელად, ვიზა არ მომცეს. მიზეზი უცნობია და არ მითხრეს. კონსულმა ასე გადაწყვიტაო – მხოლოდ ეს იყო პასუხი. ჯგუფის თითქმის ყველა წევრს მისცეს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. არადა იაპონიის კარგად წარმოჩენა და ქართველებისთვის ამ ქვეყნის უკეთ გაცნობა იყო ჩემი მიზანი“, – წერს სოსო ნებიერიძე სოციალურ ქსელში.

 

 

დღეს მივიღე იაპონიის ვიზაზე უარი ??‍♂️?

იაპონიაში აქამდე ნამყოფი ვარ და თავის დროზე ვიზაც ძალიან მარტივად ავიღე. აქედან გამომდინარე საერთოდ არ ვღელავდი და დარწმუნებული ვიყავი რომ ისევ მივიღებდი ვიზას და 1 მაისს გავფრინდებოდი ტოკიოში, უკვე დაგეგმილ ჯგუფურ ტურში

ჩემდა მოულოდნელად ვიზა არ მომცეს. მიზეზი უცნობია და არ მითხრეს. კონსულმა ასე გადაწყვიტაო მხოლოდ ეს იყო პასუხი. ჯგუფის თითქმის ყველა წევრს მისცეს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ ? არადა იაპონიის კარგად წარმოჩენა და ქართველებისთვის ამ ქვეყნის უკეთ გაცნობა იყო ჩემი მიზანი ??‍♂️

Posted by Soso Around The World on ხუთშაბათი, 27 აპრილი, 2023

 

ბლოგერი და მოგზაური ვიდეომიმართვაში აღნიშნავს: „ვერ ვხდები რა დავაშავე, არ ვიცი, ბედის ირონიაა თუ რა არის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები