LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალბატონი 8 წელი სინგაპურის აეროპორტში ცხოვრობდა

82

50 წლის ქალბატონი 8 წელი სინგაპურის აეროპორტში ცხოვრობდა. გამოცემა“Strait Times”-ის ინფორმაციით, ქალბატონი, რომლის ვინაობაც უცნობია, აეროპორტში 2008 წლიდან ცხოვრობს. მას ქალაქის ერთ-ერთ რაიონში 3 ოთახიანი სახლი აქვს და მას თვეში 1000 დოლარად აქირავებს. როგორც უცნობმა ჟურნალისტს განუცხადა, 2008 წელს მას ფინანსური კრიზისი ქონდა, გადასახადებს ვეღარ იხდიდა და ამის გამო ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. თავდაპირველად ის ფიქრობდა, რომ აეროპორტში გაჩერება მხოლოდ რამდენიმე თვე მოუწევდა, თუმცა რამდენიმე წელი დარჩა. მოსაცდელი დარბაზი ძალიან კომფორტულია, იქ არის საკვების დახლი, სუპერმარკეტი, უფასო wi-fi და ასევე შესაძლებელია შხაპით სარგებლობაც. სწორედ ამიტომ, ქალბატონი აეროპორტის დატოვებას ჯერჯერობით არ გეგმავს. საინტერესოა, რომ გარდა ამ ქალბატონისა სინგაპურის აეროპორტში მის მსგავსად კიდევ 10 ადამიანი ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები