LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარის ელექტროსადგურმა 7 მილიონზე მეტი კილოვატი საათი გამოიმუშავა

110

ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ  მიმდინარე წლის იანვრის თვეში  წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტროენერგიამ 7 123 340  კილოვატ საათი შეადგინა, რაც  723 000 კილოვატ საათით აღემატება იანვრის თვის საპროგნოზო გამომუშავებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქართლის ქარის ელექტროსადგურის ჩართვის დღიდან გამომუშავებული და მიწოდებული ელექტროენერგია შეადგენს 103 923 000 კილოვატ საათს.

შეგახსენებთ, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური „ქართლი“ 2016 წლის შემოდგომიდან ფუნქციონირებს. ის გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. პროექტი საქართველოს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის” და ”საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” შვილობილმა კომპანია შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ განახორციელა. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები