LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარიშხალმ “ირმას” შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

53

ქარიშხალმა ირმამ კარიბის ზღვის კუნძულებზე 10 ადამიანი იმსხვერპლა.

სტიქია ამ დროისთვის პუერტო რიკოს უტევს, სადაც ძლიერ ქარს წვიმაც ახლავს. წყლის დონე ქუჩებში უკვე ერთ მეტრს აღწევს. რამდენიმე საათში ქარიშხალი ირმა დომინიკელთა რესპუბლიკას და ჰაიტის მიუახლოვდება, შემდეგ კი ფლორიდას გადაუვლის.

შტატში უკვე სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა.

მეხუთე კატეგორიის სიძლიერის შტორმმა ყველაზე მეტად ორი კუნძული, ბარბუდა და სენ მარტენი დააზარალა. შენობების 95 პროცენტი დანგრეულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები