LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 85 მილიონი კილოვატ საათი გამოიმუშავა

100

ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტროენერგიის გენერაციამ 6 893 600 კილოვატ საათი შეადგინა, ხოლო რესურსის ათვისების პროცენტული მაჩვენებელი 46.71% შეადგენს.

საქართველოს ენერგეტიკის განვთარების ფონდის ინფორმაციით, სადგურის მიერ ჩართვის დღიდან გამომუშავებული და მიწოდებული ელექტროენერგია შეადგენს 85 000 000 კილოვატ საათს.

შეგახსენებთ, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური „ქართლი“ 2016 წლის შემოდგომიდან ფუნქციონირებს. ის გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. პროექტი საქართველოს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის” და ”საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” შვილობილმა კომპანია შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ განახორციელა. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია.

პოპულალურები