LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ღვინოს კოპენჰაგენში გაეცნენ

117

ქართული ღვინო დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ღვინის ყოველწლიურ გამოფენაზე – Copenhagen Wine Fair იყო წარდგენილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო აღნიშნულ გამოფენაში პირველად მონაწილეობდა, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების გაფართოებისა და დივერსიფიკაციის მიზნით. გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაციაც მოეწყო.

„გამოფენას 200-მდე მცირე და საშუალო იმპორტიორი ეწვია. მის ფარგლებში ასევე გაიმართა სემინარი დანიაში ღვინის იმპორტის სპეციფიკის თაობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების 15 სახეობის პროდუქცია – ,,მეღვინეობა ვაზიანი’’, ,,ბრუალე/ქაპ ჯორჯია’’, ,,მოსმიერი’’ და ,,წინანდლის ძველი მარანი“. გამოფენაში სულ 25-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა, რომელთა დიდი ნაწილი იყო იტალიდან და საფრანგეთიდან, ღვინის მწარმოებლები ასევე წარმოდგენილები იყვნენ ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დანიის სამეფოში გასული წლის ბოლოს ღვინის იმპორტიორი კომპანიის ,The Easy Company Aps მფლობელსა და დანიიის ღვინის იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელს, სვენდ ლეთ მულერს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო დანიაში ქართული ღვინის შეტანის შესაძლებლობები და ღვინის ადგილობრივ გამოფენებში მონაწილეობის პირობები, რის შემდეგაც დაიგეგმა ქართული ღვინის წარდგენა ზემოთაღნიშნულ გამოფენაში, რათა ქართულმა ღვინომ დაიმკვიდროს ადგილი დანიის საექსპორტო ბაზარზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები