LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ პროდუქციას მილანში ტყავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნობიან

104

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით,  ქართული კომპანიები იტალიაში, ქალაქ მილანში ტყავის საერთაშორისო გამოფენაში LINIAPELLE მიიღებენ მონაწილეობას.

აღნიშნული გამოფენა, რომელიც მილანში 20-დან 22 თებერვლამდე გაგრძელდება, ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბურია ამ სფეროში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ტყავის პროდუქციის ინდუსტრიაში მომუშავე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს. გამოფენა დაახლოებით 22 000-ზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობს, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 1 200-ს აღემატება.

ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას სამი ქართული ტყავის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, კერძოდ: შპს „ფილიმასკა“, შპს „ჯეოპელი“ და შპს „დერი სტანდარტი“ წარადგენს. აღნიშნულ გამოფენაზე, მონაწილე ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები და აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.lineapelle-fair.it/en

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები