LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული დაფნა ექსპორტზე ქუვეითსა და კორეაში გავიდა

121

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულების მხარდაჭერით, კომპანიამ „ქართული დაფნა“ საკუთარი პროდუქცია ქუვეითში, კორეაში და ჰონგ-კონგში ექსპორტზე გაიტანა.

კომპანია სახელმწიფოს მხარდაჭერით  წამყვან გამოფენებში- GULFOOD 2017 და HOFEX 2017  მონაწილეობდა და რამდენიმე ახალი საექსპორტო ბაზრის მოძიება და წარმატებული ხელშეკრულებების გაფორმება შეძლო.

ცნობისთვუს, ქართული დაფნის მწარმოებელი კომპანია 2014 წელს USAID-ისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით დაარსდა. კომპანია აღჭურვილია ენერგოეფექტური მაღალი წარმადობის საშრობი დანადგარებით, უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული დასუფთავების, დახარისხებისა და შესაფუთი მანქანებით, ასევე, მაღალ დონეზე აღჭურვილი ლაბორატორიით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები