LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული “გაზკო” რუსულ “გაზპრომთან” გაზის მოწოდებზე კონტრაქტს აფორმებს?

134

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,  სახელმწიფო ”გაზპრომსა” და ქართულ კომპანია ”გაზკოს” შორის მოლაპარაკებებში ჩართული არ არის. როგორც მან აღნიშნა, ამ ორ კომპანიას შორის კონტრაქტი გაფორმებული არ არის და დიდი ალბათობით, ვერც გაფორმდება. ქუმსიშვილის განმარტებით, საქართველოს მოთხოვნილებებს გაზის სექტორში უკვე სრულად აკმაყოფილებს კომპანია ”სოკარი”.

”ეს ყველაფერი ღია საინფორმაციო წყაროებიდან შევიტყვე. ეს არის კომერციული ურთიერთობები, რომლებშიც არ ვართ ჩართულები არც ჩვენ და ვფიქრობ, არც ენერგეტიკის სამინისტრო. რაც შეეხება საფრთხეებს, ნაადრევია საუბარი იმაზე, შეიცავს თუ არა ეს კონტრაქტი საფრთხეებს, ვინაიდან დოკუმენტი ნანახი არ გვაქვს და არ ვიცით, სად შეიძლება მიემართოს ეს გაზი, თუ საერთოდ ასეთი კონტრაქტი შედგა”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ”გაზპრომმა” ქართულ კომპანია ”გაზკოსთან” ხელი მოაწერა კონტრაქტს საქართველოში გაზის მიწოდების შესახებ. კონტრაქტის თანახმად,  ”გაზპრომი”  ქართულ კომპანიას 100 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები