LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კალათბურთი 4 წლით პაატა გურასპაულმა ჩაიბარა

50

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გახდა. მან ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხმების 80% მიიღო, შიო ხეცურიანმა კი, რომელმაც დღეს კანდიდატურა მოხსნა, ხმების – 20%.
მართალია ხეცურინმა კანდიდატურა მოხსნა, მაგრამ რეგლამენტისთვის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, რათა ახალი პრეზიდენტი ლეგიტიმური იყოს.

გურასპაული კალათბურთის ფედერაციას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. დღემდე ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე იყო.
არჩევნებში 34 დელეგატიდან მონაწილეობა 27-მა მიიღო.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის არჩევნები სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები