LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანიების საექსპორტო კატალოგი უკვე მზად არის

149

საქართველოში კომპანიების საექსპორტო კატალოგი შეიქმნა. მოძრაობა KAR.GE-ს მიერ შექმნილი “KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017” პირველი ქართულ-ინგლისურენოვანი ბეჭდური და ელექტრონული გამოცემაა, რომელშიც 54 რჩეული ქართული კომპანიის 65 ბრენდი და 389 ნაწარმია თავმოყრილი, თავისი ფოტოებით, აღწერილობებითა და საკონტაქტო ინფორმაციით.

”კატალოგში გაერთიანებულია ის კომპანიები, რომელთა პროდუქციის რეალიზება უცხოეთში უკვე ხდება, ან მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, ნაწარმის მიწოდება დაუყოვნებლივ შეუძლია. აღნიშნულ პროექტზე მუშაობა 3 თვე მიმდინარეობდა”, – აცხადებს მოძრაობის დამფუძნებელი ტარიელ ზივზივაძე.

მისივე ინფორმაციით, “KAR.GE საექსპორტო კატალოგის”- ბეჭდური ვერსია წელიწადში ერთხელ გამოიცემა. ვებ-გვერდ kar.ge —ზე განთავსებულ ინტერნეტ ვერსიას კი მუდმივად დაემატება ახალი ჩანაწერები და მისი ჩამოტვირთვა უფასო იქნება.

ცნობისთვის, მოძრაობა KAR.GE საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომლის მისიაა ქართული ხარისხიანი ნაწარმის ცნობადობის, გაყიდვებისა და ექსპორტის ზრდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები