LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული შოკოლადი ფასებს ინარჩუნებს, იმპორტირებული ძვირდება

199

ლარის გაუფასურებას შოკოლადის მწარმოებლები სხვადსხვაგავარად პასუხობენ. ბარამბოს წარმომადგენლის განცხადებით, ხარჯების ზრდის მიუხედავად კომპანიამ ფასების შენარჩუნება შეძლო.

,,რა თქმა უნდა ლარის დევალვაციამ წარმობა გააძვირა, თუმცა მომხარებელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ტკბილეულს ძველი ფასებით ვყიდით’’-აცხადებენ ბარამბოში. ამასთან ერთად, ბარამბომ ასორტიემენტი გააფართოვა და ბაზარზე კამფეტების რამდენიმე ახალი სახეობა გამოიტანა. რაც შეეხება იმპორტირებულ შოკოლადს, ფასები გაორმაგდა. ბელგიური შოკოლადის იმპორტიორ კომპანია „როზალის” პროდუქცია 50%–ით არის გაძვირებული. კომპანიაში აცახდებენ, რომ დოლარის კურსის ცვლილების ფონზე შოკოლადის გაძვირება გარდაუვალი იყო. ამ დროისთვის, 1 კილოგრამი შოკოლადის ღირებულება 50 ლარიდან იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები