LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ სტარტაპერებს კრიპტოვალუტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

62

ქართველ სტარტაპერებს კრიპტოვალუტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. საგანმანათლებლო მასტერკლასს, სტარტაპერების საერთაშორისო პროგრამა Startup Grind-ის ფარგლებში, ფინანსური ტექნოლოგიების ამერიკელი პიონერი და ციფრული ვალუტის პლატფორმა Spotcoin-ის დამფუძნებელი — ენდრიუ თორნჰილი გაუძღვა.

მან სტარტაპერებსა და ინვესტორებს ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში სხვადასხვა კონტინენტზე დაგროვილი გამოცდილება გაუზიარა. ღონისძიება მსოფლიო მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ამერიკის საელჩოს, G4G-ის, USAID-ის და Crystal MFO-ს მხარდაჭერით გაიმართა.

ენდრიუ თორნჰილი საქართველოში 10 წლის წინ, 2007 წელს ჩამოვიდა და ფინანსურ კომპანიებთან საკონსულტაციო კუთხით თანამშრომლობა დაიწყო. 2017 წელს ციფრული ვალუტის სავაჭრო გლობალური პლატფორმა — Spotcoin-ი დააარსა, რომლის ფარგლებშიც ამერიკელი პარტნიორებისგან 1 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. Spotcoin-ის მისია ციფრული fiat-ვალუტის ტრანზაქციების პლატფორმის შექმნა და საქართველოს მსოფლიო ICO-ების რუკაზე მონიშვნაა.

თორნჰილის საკონსულტაციო პორტფოლიო საქართველოში ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებს მოიცავს.

მსოფლიო სტარტაპერების კომუნა Startup Grind-ი მეწარმეების განათლებას, შთაგონებასა და კომუნიკაციას ემსახურება. ის სტარტაპ-ღონისძიებების უმსხვილეს ქსელს მოიცავს, 300 ქალაქსა და 115 ქვეყანაში მილიონზე მეტი მონაწილით. Startup Grind-ის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობები ყოველთვიურად წარმატებულ სტარტაპერებსა და ინვესტორებს მასპინძლობენ და მათ საკუთარ გამცდილებებს უზიარებენ. კომპანია დერეკ ანდერსონმა და სპენსერ ნილსენმა დააარსეს, 2010 წლის თებერვალში, კალიფორნიის ქალაქ მაუნთეინვიუში მდებარე პატარა ოფისში — მსოფლიო სტარტაპერების გაცნობის და დამეგობრების მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები