LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები ესპანეთში MVP-ის იბრძვიან: მხარდაჭერა ყველას შეუძლია

76

საქართელოს ნაკრების წევრები ესპანეთის უმაღლესი ლიგის საუკეთესო კალათურთელის წოდებისთვის იბრძვიან. თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე და გიორგი შერმადინი ესპანეთის MVP-ის ტიტულისთვის მებრძოლ კანდიდატთა სიაში დაასახელეს.

გულშემატკივრებს ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ Facebook-ზე, Twitter-სა და Instagram-ზე ჰეშთეგით #MVPMovistar და ოფიციალურ ვებ-გვერდზე სასურველი კალათბურთელის სახელი და გვარით შეუძლიათ.

ქართველი კალათბურთელების მხარდასაჭერად ყოველდღიურად სამ სოციალურ ქსელში #MVPMovistar Giorgi Shermadini, #MVPMovistar Beka Burjanadze, #MVPMovistar Tornike Shengelia დაწერაა საჭირო.

ხმის მიცემა 13 მაისს, ღამის 2 საათამდე გაგრძელდება. საუკეთესოს გულშემატკივართან ერთად მოთამაშეები, მწვრთნელები და ჟურნალისტები გამოავლენენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები