LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შერმადინისა და ანი ამაშუკელის მეხუთე შვილი დაუგეგმავად დაიბადა: „ცოტა დაბნეულები ვიყავით გამოუცდელი ცოლ-ქმარივით…“

764
გიორგი შერმადინი და ანი ამაშუკელი

გიორგი შერმადინსა და მის მეუღლეს ანი ამაშუკელს 14 თებერვალს მეხუთე შვილი, იოანა შეეძინათ.

ანი ჟურნალ „სარკეს“ უყვება ამ დიდი სიხარულის შესახებ:

„ჩვენი მეხუთე შვილი 14 თებერვალს ესპანეთში, კანარის კუნძულ ტენერიფეზე დაიბადა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, პირველად ვიმშობიარე ესპანეთში და ძალიან კმაყოფილი ვარ იქაური სამედიცინო სფეროს მომსახურებით.

ყოველი შვილის დაბადება ძალიან დიდ ემოციებს უკავშირდება, არა აქვს მნიშვნელობა, პირველი იქნება, მეხუთე თუ მეთხუთმეტე. ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, რაც შეიძლება ღმერთმა მოგცეს. მართლა საოცარი ემოციები მქონდა, როდესაც დავინახე იოანა. ძალიან გაოცებული იყავი, რადგან 4,6 კილო იყო. რომ შევხედე ბავშვს, ვიფიქრე კიდეც, რომ უკვე ბაღში წასასვლელად იყო მზად. მშობიარობის დროს გიორგიც ჩემთან ერთად იყო. გადიოდა და შემოდიოდა სამშობიარო ბლოკში, ბოლომდე მაინც ვერ უძლებდა ამ პროცესს. ძალიან მადლიერი ვარ უფლის, რომ ამდენი შვილი მაჩუქა. ეს ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო ჩვენთვის, რადგან არ ველოდით და არც ვგეგმავდით. შეიძლება ითქვას, რომ თავიდან ცოტა დაბნეულები ვიყავით გამოუცდელი ცოლ-ქმარივით, მერე და მერე უფრო გავაცნობიერეთ, რამხელა ბედნიერება ხდებოდა ჩვენს თავს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები