LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ინგლისურის მასწავლებელი არაწესიერ ზმნებს მოსწავლეებს 2 pac-ის სიმღერაზე ასწავლის (ვიდეო)

215

ინგლისურის პედაგოგი დარეჯან გურასაშვილი საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე ათავსებს ვიდეოს, საიდანაც ჩანს მისი სწავლების ორიგინალური მეთოდი. პედაგოგი არწესიერი ზმნების სწავლებისას ერთგვარად რეპავს და ბავშვებსაც არეპინებს 2 pac-ის სიმღერაზე Me and My Girlfriend (რომელიც ბიონსემ და ჯეი ზიმ გადააკეთეს) და ამგვარად აზეპირებინებს მათ სიტყვებს. როგორც ჩანს, ეს მეთოდი ამართლებს.

ვიდეომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია სოცქსელში და ბევრი გაზიარებაც ხვდა წილად.
დარეჯან გურასაშვილი წერს:

“რამდენიმე არაწესიერი ზმნა, მარტივი წარსული დროის კითხვითი ფორმის წარმოება. ისწავლეს 10 წუთში 🙂”

შეგახსენებთ, რომ ქალბატონი დარეჯანი მუსიკოსია. ის კომპოზიტორ ზურა მჟავიას მეუღლე და მომღერალ ანანო მჟავიას დედაა. დარეჯან გურასაშვილი სიმღერას „დეკემბერი, დეკემბერი“ მერაბ შეფაშვილთან ერთად ასრულებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები