LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი BAFTA-ს საპატიო სტუმრები გახდნენ

155

BAFTA-ს რიგით 70-ე დაჯილდოების ცერემონია წელს ტრადიციულად ლონდონის Royal Albert Hall-ში გაიმართა. ღონისძიების პრეზიდენტი, 2010 წლიდან მოყოლებული პრინცი უილიამია, რომელიც ბუნებრივია, ცერემონიას მეუღლესთან, ქეით მიდლტონთან ერთად ესტუმრა.

კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია BAFTA-ს დიდი თაყვანისმცემლები არიან. ღონისძიების ორგანიზატორის, ამანდა ბერის თქმით, ის მოხარულია, სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს უმასპინძლოს.

სპეციალურად ამ დღისთვის მიდლტონმა ალექსანდრე მაკქუინის კაბა შეარჩია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ შოუს ორგანიზატორები მასზე მიდლტონის დაპატიჟებას ერიდებოდნენ, რადგან ის გარშემომყოფებს, მათ შორის A კატეგორიის ვარსკვლავებს დაჩრდილავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები